არტ-თერაპია

ხელოვნება საზოგადოების განუყრელი ნაწილია. ხელოვნება მისი ნებისმიერი გამოვლინების მიხედვით წარმოადგენს ადამიანის შემოქმედებითი, კრეატიული მხარის წარმოჩენას. გარდა ამ ფაქტისა ხელოვნებას გააჩნია „მკურნალობითი“ ეფექტიც. ადამიანებს შორის არის ბევრი კონფლიქტის შემთხვევა, კონფლიქტი შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი, შედეგის მიხედვით კონსტრუქციული და დესტრუქციული. ყოველ შემთხვევაში კონფლიქტი, კამათი, დაკავშირებული არის სტრესთან და უარყოფით ემოციებთან. ხელოვნება ბევრის მხრივ ეხმარება ადამიანს სხვადასხვა უთანხმოების გადაჭრაში, ამ შემთხვევაში გავამახვილებ ყურადღებას შინაგან, ე. წ. მოტივაციურ კონფლიქტზე. ფსიქოლოგიაში არსებობს მიმდინარეობა- არტ-თერაპია, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება თანამედროვე პერიოდში და  მიძღვნილი არის სწორედ ხელოვნების მეშვეობით ადამიანის შინაგანი პრობლემების, კონფლიქტების გადაჭრას.

Continue reading

Posted in სალომე მელაძე,  სიახლეები | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: არტ-თერაპია

ხელოვნება სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტაში

ადამიანებთან ურთიერთობა, – აი ეს არის ის მთავარი ელემენტი, რომელიც საჭიროა, რათა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სრულყოფილად მივიჩნიოთ. ურთიერთობების დროს თავს იჩენს აზრთა სხვადასხვაობა , რაც შესაძლებელია გამოხატული იყოს ქმედებების საშუალებით. ამიტომ ურთიერთობა, ისევე, როგორც კონფლიქტი, ითვლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. კონფლიქტების წარმოშობა დაკავშირებულია  ადამიანის გაჩენასთან, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კონფლიქტს მიაწერდნენ მხოლოდ უარყოფით მნიშვნელობას, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ხდება გასაგები, რომ კონფლიქტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანესსა და უსაჭიროესს, მამოძრავებელ ფაქტორს,  ადამიანებისა და კოლექტივების ნორმალური განვითარებისათვის.

Continue reading

Posted in ელიზა ჩიკვაიძე,  სიახლეები | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ხელოვნება სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტაში

ადამიანი, როგორც ბიოლოგიური და კულტურული ევოლუციის სინთეზური პროდუქტი

თანამედროვე ადამიანი განხილული უნდა იქნეს, როგორც ბიოლოგიური და კულტურული ევოლუციის სინთეზური პროდუქტი. დამტკიცებულია, რომ საზოგადოებისაგან იზოლირებული ადამიანი პირველსავე თაობაში კარგავს ყოველივე იმას, რაც მას კულტურულმა ევოლუციამ შესძინა. კულტურული მემკვიდრეობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ხელოვნებას ერგება.

 ჩ. დარვინი შრომაში „ ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ ამბობს: „მუსიკალური ბგერა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ძირითად საფუძველს, რომლისგანაც შედგომში განვითარდა ენა. ჩვენ წავალთ ევოლუციური პრინციპების წინააღმდეგ, თუ დავუშვებთ, რომ ადამიანის მუსიკალური უნარი განვითარდა მეტყველებისა და ინტონაციის შემდეგ. რიტმი და მოდულაცია ორატორის მეტყველებაში ჩამოყალიბდა ადრე განვითარებული მუსიკალური შესაძლებლობებისაგან.“

Continue reading

Posted in თინათინ ჯოგლიძე,  სიახლეები | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ადამიანი, როგორც ბიოლოგიური და კულტურული ევოლუციის სინთეზური პროდუქტი