ტოლერანტობის კულტურა და სამოქალაქო თვითშეგნება (საინფორმაციო შეხვედრების ციკლი აჭარის მუნიციპალიტეტებში)

  საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პროგრამის “ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა” ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია “მწვანე სექტორი”, ახორციელებს პროექტს “კინოპლატფორმა – სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის”, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ტოლერანტობის კინოკლუბის ორგანიზებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია მხატვრული ფილმების სასწავლო-შემეცნებითი რესურსის გამოყენებით, ახალგაზრდებში მულტიკულტურალიზმის იდეისა და დასავლური ღირებულებების ფართოდ წარმოჩენა და აქტუალიზაცია.

Continue reading

Posted in  სიახლეები | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ტოლერანტობის კულტურა და სამოქალაქო თვითშეგნება (საინფორმაციო შეხვედრების ციკლი აჭარის მუნიციპალიტეტებში)

რატომ ვხატავთ ომს ?!

რატომ ვხატავთ „ომს“ , რატომ აგზავნიდნენ მხატვრებს ბრძოლის ველზე როცა კამერას გაცილებით მარტივად და თვალსაჩინოდ შეუძლია ყველაფრის ფრიზე აღბეჭდვა, ვიდრე ეს ტილოთი და ფუნჯით შეიძლება. პირველ მსოფლიო ომში, ფრანგი და გერმანელი მხატვრები ფრონტისაკენ მიმავალ ჯარს მიყვებოდნენ და სპონტანურ ჩანახატებს აკეთებდნენ; ბევრი ბელგიელი მხატვარი ჩავარდა ტყვედ, რომლებიც შემდეგ ლონდონის თავშესაფრებში გადაჰყავდათ, მათ იქ ერთმანეთი იპოვეს და დაიწყეს იმ ხედვების აღდგენა,რომელიც მათივე ქვეყნის დესტრუქციისკენ იყო მიმართული; ბევრმა ბრიტანელმა ხელოვანმა გამოთქვა მოხალისეობის სურვილი, ზოგი მხატვართა სამხედრო ბატალიონში ჩაირიცხა, ზოგი სასწრაფო დახმარებისა და წითელი ჯვრის გუნდს შეუერთდა, რომელიც ფრონტის ხაზზე მუშაობდა; ეს ყველაფერი იმ დიდი პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი იყო, რომელსაც წამყვანი სახელმწიფოები ქმნიდნენ და რა თქმა უნდა თავისსავე სასიკეთოდ იყენებდნენ.

Continue reading

Posted in ნათია პაქსაძე,  სიახლეები | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: რატომ ვხატავთ ომს ?!

We all live in a yellow submarine (მუსიკა ცვლის სამყაროს)

ისტორიის მანძილზე მუსიკა ყოველთვის იყო პროპაგანდის ერთ – ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი და ჯგუფური მოქმედების ეფექტური მოტივატორი. თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს და მიუხედავად იმისა რომ მუსიკას აქვს ადამიანთა გაერთიანების კარგი პოტენციალი, ამავდროულად, ნების მიერი მიკერძოებული ჯგუფის ხელში , მარტივად შეიძლება მისი საშუალებით საზოგადოებაში ანტაგონიზმის მშენებლობა. ასე რომ უნდა შევთანხმდეთ რომ მუსიკა არ არის აბსოლუტურად პოზიტიური ფენომენი, მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ხალხში პროტესტის გრძნობას აღვივებს ის მუსიკალური პროპაგანდა, რომელიც პოზიტიურ ასოციაციებს იწვევს. „Beatles“ – ის პირველი სიმღერის გამოსვლა, 60 – იანი წლების საუკეთესო დასაწყისი იყო, რადგანაც ის ასახავდა დიდ ცვლილებებს ბრიტანულ საზოგადოებაში და შემდგომ უკვე მთელს მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა ეს იყო პიროვნული თავისუფლების გაფართოება.

Continue reading

Posted in ნოდარ დიასამიძე,  სიახლეები | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: We all live in a yellow submarine (მუსიკა ცვლის სამყაროს)