არა რასიზმს !

ერთი სტატია ვნახე რომელიც ეხებოდა რასიზმს, და დასათაურებული იყო როგორც “რასიზმი – ფეხბურთის მოურჩენელი სენი”. მეც ამ სტატიის მსგავსად მინდა სათაურად იგივე გამოვიყენო. მინდა გესაუბროთ როგორ ვლინდება რასიზმი ფეხბურთში. მისი გამოხატვა სხვადასხვა გზით ხდებოდა, პირველ რიგში ან გულშემატკივრის მხრიდან ან თვითონ ფეხბურთელების მხრიდან. ამასთან ზოგჯერ ხელის არ ჩამორთმევა განსხვავებული კანის ფერის მოწინააღმდეგეზე, ან კიდე გულშემატკივრის მიერ ბანანის სროლა მოედანზე.

ინგლისი, 2011 წლის 15 ოქტომბერი, ლივერპულის და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრის დასაწისში ხელი არ ჩამოართვა ლუის სუარესმა პატრიკ ევრას, რის გამოც მან მიიღო დისკვალიფიკაცია 8 თამაშით. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა ფიფამ რომ აქტიურად დაეწყო ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ.
გადაიღეს არაერთი ვიდეო ამ თემაზე, ჩაერთო ამ აქციაში ფეხბურთის ვარსკვლავები, აქტიურად იყვნენ ფერადკანიანი ფეხბურთელებიც ჩართულნი. მათ შორის მარიო ბალოტელი რომელმაც მრავალჯერ გამოსცადა საკუთარ თავზე რასიზმი. ჯერ კიდევ ახალბედას მოუწია აეტანა გულშემატკივარის სტვენა, ხოლო შემდგომ მინდორზე ბანანის სროლის ატანაც კი მოუწია. ამხანაგური თამაშის დროს როცა ესროლეს ბალოტელის ბანანი და ჰამბურგერი , მან აიღო ჰამბურგერი და შეჭამა. სწორედ ასე დაიწყო მან ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ.

ეს მცირე მაგალითებია რასიზმის, რომელიც ფეხბურთში XXI საუკუნეში ხდება, დიახ თანამედროვე მსოფლიში და განვითარებულ ქვეყნებში (იტალია, ინგლისი). მაგრამ იკლო ფაქტებმა, რასისტულმა გამოხატულობებმა, ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე, ყოველი თამაშის წინ ყველას აცვია მაისური წარწერით “no to racism”.

სწორედ ამიტომ, არამარტო ფეხბურთში არამედ ყოველთვის ვუთხრათ არა რასიზმს!

ჯიმშერ გორგილაძე

This entry was posted in ჯიმშერ გორგილაძე,  სიახლეები. Bookmark the permalink.