ფეხბურთი – ყველაზე ტოლერანტული სპორტი

ყველა სპორტი, ყველა თუ არა მათი უმეტესობა, ტოლერანტულია. ჩემი აზრით, ყველაზე ტოლერანტული სპორტი ფეხბურთია.

ფეხბურთის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მათ შორის არის:
Blind Football

Wheelchair Football

Cerebral Palsy football

Amputee football

  

  

ტოლერანტობაზე საუბარი ფეხბურთში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო, მას შემდეგ რაც 1986 წელს დიეგო მარადონამ გაიტანა ცნობილი გოლი ხელით, ფეხბურთის ფედერაციამ (ფიფა) გადაწყვიტა შემოეღო ფეირ ფლეი (ინგ. fair play – თამაში წესების დაცვით, “პატიოსანი” თამაში) – სპორტსმენთა ეთიკური ქცევის კოდექსი.
Image6
ფიფას შემუშავებული აქვს 10 პრინციპი, რასაც “პატიოსანი თამაშის 10 ოქროს წესს” უწოდებენ:
1. ითამაშე გამარჯვებისათვის;
2. ითამაშე პატიოსნად;
3. დაიცავი თამაშის წესები;
4. პატივი ეცი მოწინააღმდეგეს, თანაგუნდელებს, მსაჯებს, ოფიციალურ პირებსა და მაყურებელს;
5. დამარცხება მიიღე ღირსეულად;
6. დაიცავი ფეხბურთის ინტერესები;
7. უარყავი კორუფცია, ნარკოტიკები, რასიზმი, ძალადობა და ყველაფერი, რაც სპორტს საშიშროებას უქმნის; 8. დაეხმარე სხვას, წინააღმდეგობა გაუწიოს მოსყიდვის მცდელობას;
9. უარყავი ის, ვინც ცდილობს სპორტის დისკრედიტაციას;
10. პატივი ეცი მას, ვინც იცავს ფეხბურთის რეპუტაციას.

ფიფა ცდილობს ფეხბურთის ეთიკური საფუძვლების განმტკიცებას და ამ მიზნით ატარებს “ფეირ ფლეის” საერთაშორისო კამპანიებს.
მათ შორის:
კამპანიები რასიზმის წინააღმდეგ

 

უყურეთ ვიდეოს „ არაა ადგილი ფეხბურთში დისკრიმინაციისთვის“  https://www.youtube.com/watch?v=769MSLUvLkQ
„ანტი დისკრიმინაცია – ჩვენ ყველა ვართ მხოლოდ მოთამაშეები“

„ანტი დისკრიმინაცია – რელიგია“
https://www.youtube.com/watch?v=oG3dST7t3Vw
„ანტი დისკრიმინაცია – ფეხბურთის ძალა“
https://www.youtube.com/watch?v=iZB4kl2w7RE
„ ელემენტები – ანტი დისკრიმინაციული“
https://www.youtube.com/watch?v=GfE99jNsUPI
„ არა ბარიერებს“
https://www.youtube.com/watch?v=-zPHpK9FRJ0
„უთხარი არა რასიზმს“
https://www.youtube.com/watch?v=-q3n9_mkdhY

ჯიმშერ გორგილაძე

This entry was posted in ჯიმშერ გორგილაძე,  სიახლეები. Bookmark the permalink.