რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა დემოკრატიის მშენებლობისთვის?

 გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გათავისება დღესდღეობით დემოკრატიის მშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მიიჩნევა, რომ რეალურად შეუძლებელია ნამდვილი დემოკრატიის ჩამოყალიბება გენდერული თანასწორობის გარეშე. გენდერული თანასწორობა არის ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპი. ის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა ქვეყნისა და საზოგადოების განვითერებისათვის, რომელიც მოიცავს ქალთა და კაცთა თანაბარ ჩართულობას სიციალური ცხოვრების ყველა ასპექტზე, დისკრიმინაციას გამორიცხვას, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ქალებისა და კაცებისთვის დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას. საზოგადოებაში, სადაც თანასწორობა დაცულია, ადამიანთა უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ არის განსაზღვრული სქესის მიხედვით. გენდერული თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს რომ ქალები და კაცები ერთნაირები არიან, არამედ იმას, რომ ქალსა და კაცს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი პროფესიული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, საოჯახო და ა.შ. შესაძლებლობები.

ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ქალთა და კაცთა როლის აღქმა შესამჩნევად შეიცვალა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, სქესი ბიოლოგიურად განსაზღვრული ცნებაა, კულტურა და საზოგადოება მაინც დიდ როლს თამაშობს სქესთან დაკავშირებული ქმედებებისა და აღქმების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ქეთი თურმანიძე

 

                                             

This entry was posted in ქეთი თურმანიძე,  სიახლეები. Bookmark the permalink.