რა არის ტოლერანტობა?

ტოლერანტობა ტერმინი, რომელიც გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის  იძულებით მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი აზრების ქცევისა და შეხედულებების შეწყნარებას. ის გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები. მიიღოს ადამიანი ისეთი როგორიც არის, მთავარია ადამიანური ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა.

ტოლერანტობა ეს თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს არის არა მარტო მორალური ვალი არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაც. ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობით შეცვლას. ადამიანი ამ ქვეყანაზე გაჩენის მომენტში არც ტოლერანტულია და არც არატოლერანტული მაგრამ მას აქვს ბუნებრივი ტოლერანტობა, ის ღებულობს გარემოს ისეთს როგორიც ის არის.

ტოლერანტული საზოგადოება ტოლერანტი ინდივიდებისგან შედგება, ეს საზოგადოება თავის მხრივ განათლებული საზოგადოებაა, რომელიც პატივს სცემს საზოგადოებაში შემავალ თითოეულ ინდივიდს და აღიარებს მას როგორც საკუთარ მე-ს აზრსა და ამ აზრის გამოხატვის ავტონომიურობის მქონეს, რომელიც მხოლოდ ამრავალფეროვნებს სამყაროს. ტოლერანტობა მაღალზნეობრივი მოვალეობაა, რომელიც ღირსებას უტოლდება.

 ია უშარიძე

This entry was posted in ია უშარიძე,  სიახლეები. Bookmark the permalink.